Skip to Content
Cat5e პაჩკაბელი Wirewin 100% სპილენძი RJ45 F/UTP, AWG26, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი PVC გარსი, შავი
Cat5e პაჩკაბელი Wirewin 100% სპილენძი RJ45 F/UTP, AWG26, ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავი PVC გარსი, შავი
5,59 € 5,59 €
LDP-50 LC-LC Multimode OM4
LDP-50 LC-LC Multimode OM4
12,57 € 12,57 €

Sophos XGS 4300 Security Appliance

This product is no longer available.

X G S -ქსელური ეკრანი

ეს არის ორპროცესორიანი სისტემა, რომელიც ეფექტურად ამოიცნობს და იგერიებს თქვენს ქსელზე შეტევებს, ხოლო მავნე პროგრამით დაინფიცირებისას იზოლაციაში აქცევს დაზიანებულ მოწყობილობას, რათა ქსელში ინფექციის გავრცელება აღკვეთოს. 
ხოლო 
Xstream-Flow პროცესორის, რომელიც მაღალი წარმადობის მრავალბირთვიანი პროცესორია , დახმარებით ეს ყველაფერი წარმადობის შემცირების გარეშე ხორციელდება.

აღმოაჩინეთ. მოიგერიეთ. დაიცავით.

XGS ქსელური ეკრანის სამი საყრდენი თქვენი ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რისკების გამოვლენა

XGS ქსელური ეკრანი გეხმარებათ კონკრეტულ აქტივობებში რისკების ამოცნობაში, საეჭვო ტრაფიკის გამოვლენასა და რთული საფრთხეების ანალიზში. ასე კვლავ სრულად აკონტროლებთ თქვენს ქსელს.

საფრთხეების მოგერიება

აქ უმაღლესი კლასის დაცვის ტექნოლოგიები გამოიყენება. ღრმა სწავლება, ანუ ნეირონული ქსელი, რომელიც მუდმივად თვითვითარდება, და შეჭრის პრევენცია მიზანმიმართულად გიცავთ მავნე პროგრამებისა და შემოჭრებისგან.

ინფიცირებული სისტემების იზოლაცია

დაინფიცირების შემთხვევაში ქსელური ეკრანი ავტომატურად რეაგირებს, იზოლაციაში აქცევს კომპრომეტირებულ სისტემას და ქსელს ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან იცავს.

განსაკუთრებით მაღალი წარმადობა სრული დაცვით

ახალი X G S - მოწყობილობები უკვე აღჭურვილია ახალი Sophos Firewall Operating System (SFOS) სისტემის 18.5 ვერსიით და მათში გამოყოფილი Xstream-Flow პროცესორები უზრუნველყოფს აპლიკაციების აჩქარებას, TLS შემოწმებას უმაღლესი წარმადობით და ამავდროულად საფრთხეებისგან მძლავრ დაცვას.

Sophos Firewall-ის Xstream არქიტექტურა  უზრუნველყოფს გამჭვირვალობისა და დაცვის განსაკუთრებულ დონეს, წარმადობის შემცირებაზე წუხილის გარეშე. ამგვარად ვუზრუნველყოფთ, რომ თქვენი ქსელი ადვილად გაუმკლავდეს დღევანდელ საფრთხეებს.

Odoo • სურათი და ტექსტი

TLS 1.3 შემოწმება

დაშიფვრა მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ეს ჰაკერებმაც შეამჩნიეს!  
მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, მთელი ინტერნეტტრაფიკის დაახლოებით 90% დაშიფრულია და ამიტომ ქსელური ეკრანების უმეტესობა მის შიგთავსს ვერ ამოიცნობს. ეს ჰაკერებს უადვილებს ქსელებში მავნე პროგრამებისა და სხვა პოტენციურად არასასურველი აპლიკაციების შეღწევას და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. SSL შემოწმების შესაძლებლობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა ქსელის ბევრი ადმინისტრატორი აქამდე შიშობდა, რომ ეს ფუნქცია ქსელის წარმადობაზე და შესაბამისად მომხმარებლის გამოცდილებაზე უარყოფითად იმოქმედებდა.

ამ შიშს გაგიფანტავთ, რადგან Sophos Firewall უპრობლემოდ ამოწმებს დაშიფრულ ტრაფიკს ისე, რომ მომხმარებლები და ადმინისტრატორები ვერანაირ შესამჩნევ განსხვავებას ვერ გრძნობენ, მიუხედავად უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გაზრდილი დონისა!

პაკეტების სიღრმისეული შემოწმება

Sophos-ისთვის მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოებისთვის წარმადობის დათმობა არ მოგიწიოთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც.
პაკეტების სიღრმისეული შემოწმების მძლავრი მექანიზმი (DPI)  ტრაფიკში საფრთხეებს ეძებს ისე, რომ პროქსიმ პროცესი არ შეანელოს. ამგვარად, მონაცემთა დამუშავება სრულად შეიძლება DPI მექანიზმს გადაეცეს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს დაყოვნებას და საგრძნობლად ზრდის საერთო ეფექტიანობას.

ამრიგად, Sophos Firewall მაღალი წარმადობის ნაკადური DPI-ის საშუალებით ხელს უშლის უახლესი გამომძალველი პროგრამების გავრცელებას და ბლოკავს მოწყვლადობების გამოყენებას. ამას ემატება ახალი თაობის შეჭრის პრევენცია, ვებდაცვა და აპლიკაციების კონტროლი, ასევე ღრმა სწავლება და იზოლირებულ გარემოში ანალიზი, რომელსაც SophosLabs Latrix უჭერს მხარს.

აპლიკაციების აჩქარება

ბიზნესაპლიკაციების ტრაფიკის აჩქარება თქვენი სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად.   
ფილიალების, ღრუბლოვანი აპლიკაციების სერვერებისა თუ დისტანციური მომხმარებლების ტრაფიკი თქვენი კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ სანდო ტრაფიკს, ბუნებრივია, მავნე პროგრამებზე შემოწმება არ სჭირდება. ამიტომ ეს მონაცემები შეიძლება გონივრულად გადაიგზავნოს FastPath-ის მეშვეობით. ეს მკვეთრად ამცირებს დაყოვნებას და აუმჯობესებს საერთო წარმადობას, რათა გამოთვლითი რესურსები მთავარ საფრთხეებზე კონცენტრირდეს.

ახალი Xstream-Flow პროცესორების საშუალებით VoiP, ვიდეოს, SaaS-ის, SD-WAN-ისა და სხვა სანდო აპლიკაციების ტრაფიკი შეიძლება FastPath-ით გადაიცეს ავტომატურად ან კონფიგურირებადი წესების საფუძველზე.

პროდუქტის სურათი
Sophos XGS 4300 Security Appliance
0,00 € 0,00 €