მონაცემთა გაჟონვას შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. ამასთან, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის თანახმად, ჯარიმამ შეიძლება მიაღწიოს 20 მლნ €-ს ან მსოფლიო მასშტაბით წლიური ბრუნვის 4 %-ს — იმის მიხედვით, თუ რომელი თანხაა უფრო მაღალი.
ჩვენ დაგეხმარებით, მოემზადოთ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის მოთხოვნების შესასრულებლად და ქვემოთ მოცემული სამი ღონისძიებით მინიმუმამდე შეამციროთ დაჯარიმების რისკი.
მონაცემთა დაკარგვის მთავარი მიზეზის აღმოფხვრა.
მოთხოვნები | პროდუქტი / გადაწყვეტა | მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მეთოდი |
| მავნე და გამომძალველი პროგრამების შეჩერება | Intercept X + Sophos Endpoint Advanced | იცავს თქვენს საბოლოო მოწყობილობებს უახლესი მავნე და გამომძალველი პროგრამებისგან, ასევე ცნობილი საფრთხეებისგან. აანალიზებს მონაცემთა მოპარვის მცდელობებს და აღრიცხავს მათ. |
| Sophos Mobile | იცავს მობილურ მოწყობილობებზე არსებულ მონაცემებს და უზრუნველყოფს სრულყოფილ დაცვას დაკარგვისა და ქურდობისგან. |
საფრთხეების შეჩერება ქსელის საზღვარზე
მოთხოვნები | პროდუქტი / გადაწყვეტა | მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მეთოდი |
| მონაცემთა მოპარვისკენ მიმართული შეტევების შეჩერება ქსელის საზღვარზევე | XG Firewall SG Firewall | Synchronized Security, Endpoint Protection-თან ერთად, ავტომატურად ამოიცნობს კომპრომეტირებულ სისტემებს და ახდენს მათ იზოლირებას. |
| ელფოსტაში კონფიდენციალური მონაცემების ავტომატური დაშიფვრა ან დაბლოკვა | Secure Email Appliance Gateway SG Firewall | ავტომატურად ბლოკავს მავნე ელწერილებს და შიფრავს ელფოსტის კონფიდენციალურ დანართებს. |
ადამიანური შეცდომების გამორიცხვა
მოთხოვნები | პროდუქტი / გადაწყვეტა | მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მეთოდი |
| ცალკეული ფაილების დაცვა მათი შენახვის ადგილის მიუხედავად | SafeGuard Encryption | ახალი თაობის ფაილების დაშიფვრა თქვენს მონაცემებს კომპანიის ქსელის გარეთაც და იმ მოწყობილობებზეც იცავს, რომლებიც კომპანიას არ ეკუთვნის. |
| სენსიტიური მონაცემების დაცვა ღრუბელში | SafeGuard Encryption | ფაილების ავტომატური და შეუფერხებელი დაშიფვრა და გაშიფვრა საჯარო ღრუბლოვან საცავებში, როგორიცაა Dropbox და OneDrive, მათი ატვირთვისა და ჩამოტვირთვისას. |
| მონაცემების უნებლიე გამჟღავნების პრევენცია | SafeGuard Encryption | მუდმივად აქტიური Synchronized Encryption უზრუნველყოფს, რომ ყველა ფაილი ყოველთვის და ყველგან დაშიფრული დარჩეს. |